საიდუმლო
დამწერლობები
ინფორმაციის
დაცვის
უმნიშვნელოვანეს
ხერხს
საიდუმლო
დამწერლობა
წარმოადგენს.
კრიპტოგრაფია ცოდნის დარგია,
რომელიც
შეისწავლის
როგორც
საიდუმლო
დამწერლობას,
ისე
მისი
გახსნის
მეთოდებს.
თანამედროვე
კრიფტოგრაფია მათემატიკის
ნაწილია.კრიფტოგრაფიის
ძირითადი
ცნებაა
შიფრი (არაბული “ციფრი”-დან; პირველად არაბებმა დაიწყეს ასოების შეცვლა ციფრებით ტექსტის დასაცაცავად). შიფრის საიდუმლო ელემენტს, რომელიც გარეშეთათვის მიუწდომელია, შიფრის გასაღები ეწოდება.
დასტურდება, რომ უძველესი
შუმერის,
ეგვიპტის,
ისევე
როგორც
ჩინეთის,საბერძნეთისა
და
რომის
ცივილიზაციისათვის
ცნობილი
იყო
საიდუმლო
დამწერლობისა და სხვა სახის დასაიდუმლოების საშუალებები. საიდუმლო შიფრს იყენებდა რომის კეისარი იულიუს ცეზარიც. ამიტომ დღესაც სამეცნიერო ლიტერატურაში
ცეზარის
სახელით
მოიხსენიება
ერთ-ერთი კრიპტოგრაფიული
ალგორითმი.
ცეზარის ალგორითმი
წარმოვიდგინოთ, რომ ი. ცეზარი თავის გზავნილში ლათინური
ანბანის პირველ A ასოს შეცვლიდა, ვთქვათ, მეოთხე D ასო-ნიშნით, მეორე B ასოს მეხუთე
E ასო-ნიშნით და ა.შ. ბოლო Z ასოს მესამეთი . ამრიგად, თუ პირველ სტრიქონში ჩავწერთ ლათინური ანბანის
ასო-ნიშნებს ჩვეულებრივი რიგის მიხედვით, ხოლო მეორე სტრიქონში დავალაგებთ შიფრის შესაბამის
ასო-ნიშნებს, მივიღებთ დაშიფვრის ალგორითმს:
ABC D E F G H I J K L M N O PQ R S T U V W X Y Z
D E F G H I J K L M N O PQ R S T U V W
X Y Z ABC
პროექტის სახელი:
„საიდუმლო დამწერლობები“
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა „კეისრის შიფრის” რეალიზებისათვის ქართული
ანბანის ყველა ასოს
უნდა მიანიჭონ რიცხვითი
ეკვივალენტი.
ა ბ
გ დ ე
ვ ზ თ
ი კ ლ
მ ნ ო
პ ჟ რ
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11 12 13
14 15 16
შ ტ
უ ფ ქ
ღ ყ შ
ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ
ჰ
17 18 19 20 21 22 23 24
25 26 27
28 29
30 31 32
დავალება ჯგუფური
მეცადინეობისათვის
კლასი დაიყოს
ორ ჯგუფად.
წინასწარ მიეცემათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია საიდუმლო დამწერლობების
შესახებ და გააკეთონ პრეზენტაცია კომპიუტერის დახმარებით.
გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეულ ჯგუფს დაევალოს ორი ამოცანა:
1)
შეარჩიოს აკაკი წერეთლის
ლექსის „ ხანჯალს“ პირველი სამი სტროფიდან
რომელიმე ერთი და დაშიფროს იგი არსებული ასოების კვლავ ქართული ასოებით განაცვლების
გზით(თითოს –თითო შეუსაბამოთ).
·
ერთ–ერთმა მოსწავლემ შეარჩიოს
დასაშიფრი ტექსტი და დაშიფრვის მეთოდი;
·
ამ ჯგუფის დანარჩენმა
წევრებმა ამ მეთოდით დაშიფროს შერჩეული სტრიქონები და გასაშიფრად გადასცეს მეორე ჯგუფს.
2)
შეადგინოს აღნიშნული სამი
სტროფიდან თითოეულისთვის ასოთა გამოყენების ფარდობით სიხშირეთა ცხრილი და დაშიფრულ
ტექსტთან შედარების გზით ამოიცნოს სტროფი და ასოთა შესაბამისობა:
·
სამმა მოსწავლემ შეადგონოს
ფარდობით სიხშირეთა ცხრილები და შესაბამისი დიაგრამები– თითომ თითო სტროფის ;
·
დანარჩენებმა შეადარონ
ტექსტები, დაადგინონ დაშიფრული ტექსტი და ასოთა შესაბამისობა.
პროექტის
სრული აღწერა:
მოიძიეთ
ინფორმაცია
კრიფტოგრაფიის
შესახებ, გაშიფრეთ
მოცემული
სიტყვები და ტექსტი,
ააგეთ ფარდობით სიხშირეთა ცხრილები, ააგეთ დიაგრამები, შექმენით პრეზენტაცია მოძიებული მასალის გამოყენებით.
მონაწილეთა
ასაკი/კლასები: X კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის შეგროვება,
დამუშავება დახარისხება, ანალიზის, კომუნიკაციის,
ინდივიდუალური და
ჯგუფური მუშაობის
უნარ-ჩვევის
განვითარება. ნამუშევრების განთავსება ბლოკში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე
ქმნის პრეზენტაციას
, სადაც განათავსებს მის მიერ
მოძიებულ ინფორმაციას; მოყავს
არგუმენტები რომლითაც
ასაბუთებს,რომ
მის მიერ
წარმოდგენილი პროექტი
საინტერესო იქნება
სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება, გამოუმუშავდება კრიტიკული
აზროვნების უნარი,გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას. გააცნობენ თავის
თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ
პროექტს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული, თაბახის ფურცლები, კალამი, კომომპიუტერი,
პროექტორი, ფოტოაპარატი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას (მაგ: მათემატიკა, ისტორია,ქართული).სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
პედაგოგებს კი
შეეძლებათ
დაუკავშირონ არჩეული
ღონისძიებები ეროვნული
სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ შედეგებს
. ეროვნული სასწვლო
გეგმის ელექტრონული ვარიანტი შეგიძლიათ
იხილოთ საიტზე:
www.ganatleba.org
პროექტის ხელმძღვანელი : მარიკა ადამაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marikaadamashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment